„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცემოდათ ვიზის გარეშე ემოგზაურათ ევროკავშირის ქვეყნებში”-მაკა ბოჭორიშვილი
„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცემოდათ ვიზის გარეშე ემოგზაურათ ევროკავშირის ქვეყნებში. მე თავად ვიყავი ამ პროცესის მონაწილე, შეიძლება ითქვას პირველივე დღიდან, როდესაც სავიზო დიალოგი დაიწყო ევროკავშირთან და ყველა ეტაპი ფაქტობრივად, ჩემს თვალ წინ გავიარეთ. ძალიან კარგად მახსოვს პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე რეფორმები ხელისუფლებისთვის, როგორი ერთსულოვნებით ტარდებოდა და როგორ ხდებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ გაუკეთებია ბიუროკრატიას, ეს გააკეთა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ამის უკან იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ შედეგად მიგვეღო ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.