ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები – Sukhishvilebi 80 წლისაა!

1945 წლის 11 ივნისს, ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსებულმა დასმა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსით პირველი კონცერტი გამართა.

დღეს ქართულ ნაციონალურ ბალეტს სათავეში უდგანან მისი შთამომავლები – უმცროსი ილიკო და ნინო სუხიშვილები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ დიდი ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის დაწყებულ საქმეს.

ქართულ ნაციონალურ ბალეტს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ და საკონცერტო სცენებზე გამართულ ბალეტის წარმოდგენებს მილიონობით მაყურებელი დაესწრო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading