ქართული ენის სპეციალური კურსი უნივერსიტეტებში – კომისიამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფო ენის სწავლების აღდგენის საკითხებზე მუშაობისას შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა. – ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

🔹 კომისიის მიზანი იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სავალდებულო კურსის წესის შემუშავება – იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე ამოქმედდა.

📌 ზვიად გაბისონიას განცხადებით:
• კურსი მოიცავს როგორც ქართულს, ისე აფხაზურ ენას;
• უნივერსიტეტებს ეძლევათ სემესტრის არჩევანის თავისუფლება – სწავლებას 2025-2026 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ან მათთვის ხელსაყრელ დროს დაიწყებენ.

📎 კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი რექტორთა საბჭოს წარედგინება, უნივერსიტეტების რეკომენდაციების შემდეგ კი დამტკიცდება.

✅ კურსის წარმატებით გავლის შედეგად, სტუდენტი შეძლებს:
– აკადემიური კომუნიკაციის წარმართვას,
– პროფესიული ინფორმაციის გაანალიზებას,
– სახელმწიფო ენის როლის გააზრებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტექსტებთან მუშაობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading