ქართველ მესაზღვრეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! მიხეილ ყაველაშვილი
,,ეს გახლავთ საამაყო და, ამავდროულად, უაღრესად საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
არ არსებობს იმაზე საპასუხისმგებლო მისია, ვიდრე სამშობლოს დასაცავად ქვეყნის სადარაჯოზე დგომაა. ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს საქართველოს ერთგულებისა და ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის.
გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებას თქვენს საქმიანობაში!”-ნათქვამია წერილში,რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
