ქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოლდოვაში, ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ(+109 კგ). ქართველმა ძალოსანმა ატაცში 183 კილოგრამი დაძლია. აკვრაში მან 219 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე პოზიციას დასჯერდა, მეოთხე იყო ორჭიდის ჯამში მოგროვებული 402 კილოგრამითაც.

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ცხრა მოპოვებული მედლით დაასრულა. ორი ბრინჯაოს მედალი აკვრასა და ორჭიდში ძალოსანმა რამინ შამილიშვილმა (55 კგ) მოიპოვა, გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) სამი მედალი დაიმსახურა: ატაცში – ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში – ვერცხლი. რევაზ დავითაძემ (96კგ) კი ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading