ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, სეულის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სამხრეთ კორეაში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სეულის გრან-პრი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ სან გუკ ოჰს ანგარიშით 15:11 სძლია. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალი უნგრელ სპორტსმენთან ანგარიშით 10:15 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

სეული 36 ქვეყნის 200მდე მოფარიკავეს მასპინძლობს. ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading