ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიელ კრუზ ჰიუიტს 7 იანვარს დაუპირისპირდება

ვსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქაართველო ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე 16 წლის კრუზ ჰიუიტი იქნება, იუწყება „პირველი არხი”.

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელს 7 იანვარს დაუპირისპირდება. კრუზ ჰიუიტი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1265-ე ადგილზეა და დიდი სლემის ტურნირზე ე.წ. „ველური ბარათით“ მოხვდა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ჩოგბურთელმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის პირველ სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება სჭირდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading