ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე „მსოფლიოს თასის“ ჩემპიონია
„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა პარაძიუდოისტმა საბა ბაღდავაძემ (-81 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
ამ ტურნირზე საქართველოსთვის ეს მესამე მედალია. -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის – მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

