ქართველი მოჭიდავე ჯონი ხეცურიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი მურათ ფირათი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ხორვატიელი დომენიკ ეტლინგერი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან დათმო და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც შვეიცარიელი ანდრეას ვეტში დაამარცხა.
ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო; ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე (77 კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) დაიკავა.
ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
