ქალაქ მილანში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ შეხვედრა გამართა ქალაქ პავიას უნივერსიტეტის რექტორ ფრანჩესკო სველტოსთან და პრორექტორ ანტონელა ფორლინოსთან

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლო ერთობლივი პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალში ერასმუსის და სხვა გაცვლითი პროგრამების ინიცირების საკითხს. ამასთან განხილული იქნა ქართველი სტუდენტებისთვის სასწავლო დაფინანსების მიღების შესაძლებლობებიც.

გენერალურმა კონსულმა გამოთქვა მზადყოფნა, შეიქმნას გზამკვლევი ვებინარი, რომელიც ქართველ სტუდენტებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სასწავლო ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცედურებს და ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას.

აღსანიშნავია, რომ პავიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და მრავალპროფილურია და გამოირჩევა ისეთი წამყვანი ფაკულტეტებით, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია და სოციალური მეცნიერებები.

ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading