ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა. ის გულისხმობს ისეთი პროექტებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებას, როგორიცაა სეზონური სკოლები, ახალგაზრდული ბანაკები, კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები და სხვ.
მსგავსი აქტივობები წაახალისებს ინოვაციური იდეების გენერირებასა და ახალი პროექტების შექმნას. ასევე, ხელი შეეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას.




