ქალაქ დმანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა დაათვალიერეს

ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში უკვე შეიცვალა შენობის შიდა კომუნიკაციები, მათ შორის ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყობა სამუშაო ოთახები და ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სივრცის სრული განახლება.

პროექტი დასკვნით ეტაპზეა და მისი ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მიმდინარე სამუშაოები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილეებმა: ილია ჯალაღანიამ და გიგა ნამიჭეიშვილმა, ასევე მერის მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading