ქალაქ გარდაბნში ლევან დევდარიანის სახელობის ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა

,,15 ივნისს, სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის – ლევან დევდარიანის სახელობის ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა.

გამარჯვებისთვის 8 გუნდი იბრძოდა. დაძაბული თამაშის შემდეგ ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი – “ლელაშხა” გახდა, მეორე ადგილი ,,ლაშხეთმა” , მესამე ადგილი კი ,,სტიჩმა” დაიკავა.

გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ფასიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

ტურნირი, ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად ჩატარდა.”- ნათქვამია განცხადებაში,რომელსაცგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading