„ფორმულას“ 38.25%-ის მფლობელი მიშა მშვილდაძე გახდა
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები არხის დამფუძნებლებზე გადანაწილდა.
მიმდინარე წლის 5 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომლის ასახვა საჯარო რეესტრში დღეს მოხდა, არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს დავით კეზერაშვილმა 26%-იანი წილი გადასცა, ხოლო არხის გენერალურ დირექტორს, ზურა გუმბარიძეს 12.25-12.25%-იანი წილი გადასცეს არხის დამფუძნებლებმა ირაკლი საღინაძემ და გიორგი ლიფონავამ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ახლა ასე ნაწილდება:
მიხეილ მშვილდაძე – 38.25%
ზურაბ გუმბარიძე – 32.25%
ირაკლი საღინაძე – 2.25%
გიორგი ლიფონავა – 2.25%
„თავისუფლების ფორმულა“ – 25%
ცნობისთვის, წილების გადაცემა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოხდა. ‘
ინფორმაციას cnews.ge ავრცელებს.