ფეიერვერკი ჯარიმებით – რა უნდა იცოდე საახალწლო პიროტექნიკაზე?

საახალწლო პერიოდში პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა მიმდინარე წლის აპრილიდან ამ სფეროში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. პიროტექნიკის წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი და ექსპორტი ლიცენზირებას ექვემდებარება.

🔹 ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკის გაყიდვა ან წარმოება 5 000 ლარიდან ჯარიმდება
🔹 სალიცენზიო პირობების დარღვევა – 2 000 ლარი, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება
🔹 სერტიფიკატის გარეშე პიროტექნიკის შეძენა მყიდველისთვის 1 000 ლარით ჯარიმდება
🔹 ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ 10–12 ლიცენზირებული რეალიზატორია რეგისტრირებული

რეგულაციების მიზანია მოქალაქეების, ცხოველებისა და გარემოს უსაფრთხოების დაცვა.

📌 მოქალაქეებს ურჩევენ, პიროტექნიკა შეიძინონ მხოლოდ ლიცენზირებული გამყიდველებისგან, ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ნიშანდებასა და გამოყენების წესებს.
არალიცენზირებული პიროტექნიკით ვაჭრობის შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading