უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქი კურსკი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა

დაბომბვის შედეგად 85 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, დაშავდა ცხრა ადამიანი. ერთ-ერთი დრონი სასწრაფო დახმარების მანქანების ფარეხს მოხვდა, რის შედეგადაც 11 ავტომობილი დაიწვა.

გარდა ამისა, როგორც რუსული მედია იუწყება, უპილოტო საფრენმა აპარატებმა კურსკში მდებარე რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაბომბვის შემდეგ კორპუსებში ცეცხლი გაჩნდა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading