უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. აქტიურად მიმდინარებს პრევენციული ღონისძიებები ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
მყისიერი რეაგირება ხდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
