უბედური შემთხვევა ხაშურის რკინიგზის სადგურში
ხაშურში, 22 წლის მამაკაცი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა, რა დროსაც სხეულის დაზიანებები მიიღო.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.