ტრენერთა გადამზადება საარჩევნო პროცესისთვის დასრულდა
ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ტრენერების გადამზადება დაასრულა. პროექტის ფარგლებში 279 ტრენერი სპეციალურ კურსებს დაესწრო.

გადამზადებული ტრენერები 73 საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე ინტენსიურ ტრენინგებს ჩაუტარებენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს. ეს ტრენინგები გაიმართება 21 აგვისტოდან – 26 სექტემბრის ჩათვლით.
📚 ტრენერთა გადამზადების პროფილები:
- საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც კენჭისყრის პროცესს საარჩევნო ელექტრონული აპარატებით წარმართავენ (2 284 წევრი);
- საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც კენჭისყრის პროცესს აპარატების გარეშე წარმართავენ (767 წევრი).
✅ ტრენინგის მთავარი თემა იყო:
- თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები თითოეულ ამომრჩევლისთვის;
- ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა;
- არჩევანის ფარულობის დაცვა;
- პერსონალური მონაცემების დაცვა;
- ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა;
- პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების უზრუნველყოფა.

ტრენინგი ასევე მოიცავდა საუბნო კომისიის საქმიანობის პრინციპებს – კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი, ეთიკის ნორმები და კომისიის ვალდებულებები.