ტიციან ტაბიძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს უფროსკლასელებისთვის

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა შემოთავაზებული სამი თემიდან უნდა შეარჩიონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

„რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად“ (ტიციანი და „ცისფერყანწელები“)

• „ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია“ (სამშობლო ტიციანის პოეზიაში)

• „ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია…“ (ტიციანი და რეპრესიების პერიოდი საქართველოში)

პრემია გაიცემა:

I პრემია − 300-ლარიანი ვაუჩერი

II პრემია − 200-ლარიანი ვაუჩერი

III პრემია − 100-ლარიანი ვაუჩერი

საკონკურსო ნაშრომების გაგზავნის ბოლო ვადა: 2 აპრილი

ესეები უნდა გამოგზავნოთ: info@writershouse.ge

ფორმატი: Microsoft Word, ქართული უნიკოდით (შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12), მაქსიმუმ 3 გვერდი (1000 სიტყვა)

დაჯილდოება გაიმართება აპრილში მწერალთა სახლში.

გისურვებთ წარმატებას!

მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading