სუს-ი „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობას სწავლობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ „ჰექსოგენის“ საქართველოზე გადმოტანის საქმესთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია დამატებითი მიმართულებების შესწავლა, მათ შორის — თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას შესაძლო კავშირიც.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია. თუმცა, ბოლო საათებში მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს,“ — ნათქვამია სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ორი მოქალაქე უკვე დაკავებულია, რომლებსაც საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება – „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.

როგორც სუს-ის საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, აღნიშნული ნივთიერება სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკრაინაში, უშუალოდ უკრაინის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს. გამოძიება ამ ეტაპზე სწავლობს, რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ტრანზიტი და ჰქონდა თუ არა მას კავშირი დაგეგმილ დესტაბილიზაციის სცენარებთან ან მოახლოებულ არჩევნებთან.

📌 მედიაში პარალელურად ვრცელდება არადადასტურებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბაჩო ახალაია ფიგურირებდეს აღნიშნულ საქმეში, რაც ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა სუს-ის განცხადების თანახმად, მათი დაინტერესების საგანს წარმოადგენს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading