სტუდენტური ფესტივალი – „სტუდფესტი 2025“ იწყება!
აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წევრებთან ერთად, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია „სტუდფესტის“ შესახებ. აგრეთვე, ახალგაზრდობის სააგენტოს და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის გუნდის წევრებმა, ფესტივალის მრავალფეროვანი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
„სტუდფესტი 2025“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურულ, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას.




