სრულიად მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია, დღევანდელ დღეს იხსენიებს ღირს იაკობ განდეგილს(457)
იგი დაიბადა სირიაში. მან ჭაბუკობიდანვე თავი მიუძღვნა უფალს. მისი მოძღვრის ღირსი მირონის კურთხევით იგი ჯერ პატარა ქოხში განმარტოვდა, ხოლო შემდეგ უდაბურ მთაზე ავიდა და იქ მოღვაწეობდა. წყალში ჩამბალ ქერს ჭამდა. ისეთ მძიმე გირებს ატარებდა, რომ წელში მოიხარა. იმდენი მადლი მოიხვეჭა რომ ეშმაკეულებს და მძიმე სნეულებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა.