სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეთერ ლიპარტელიანს საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული გადასცა
ეთერ ლიპარტელიანმა წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო – წარმატებულ სპორტსმენს თბილისის ძიუდოს აკადემიაში ჯილდო საქართელოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, თამარ ბალავაძემ გადასცეს.
დაჯილდოებას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ძიუდოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე ესწრებოდნენ.
ეთერ ლიპარტელიანი და საქართველოს ნაკრები 13-20 ივნისს, ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
