სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დუშეთის ოლიმპიურ ბაზას ეწვივნენ

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის – „ელიტარულ სპორტსმენთა განათლების ხელშეწყობა“ – ფარგლებში

2025 წლის 6 თებერვალს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ დუშეთის ოლიმპიურ ბაზას, სადაც შეკრებაზე იმყოფებიან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები, როგორც ქალთა, ისე ვაჟთა კატეგორიებში.

შეხვედრას სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ტრისტან გულბიანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი მერაბ მეტრეველი დაესწრნენ. მათ სიტყვით მიმართეს სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გუნდის სხვა წევრებს. ხაზი გაუსვეს განათლებისა და სპორტული მომზადების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ პროგრამის მიზანია სასწავლო და საწვრთნელი პროცესების კოორდინირებული მართვა და მათი ეფექტური მხარდაჭერა. მათი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია საქართველოს სპორტის მდგრადი და სრულყოფილი განვითარებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში სპორტსმენებისთვის ჩატარდა სპეციალიზებული ტრენინგები. სპორტის ფიზიოლოგიის თემაზე ლექცია წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა კახაბერ ხვედელიძემ, ხოლო სპორტული ნუტრიციოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პრაქტიკული რეკომენდაციები გააცნო ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბერიძემ.

პროგრამა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტსმენების პროფესიულ და აკადემიურ მხარდაჭერას, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ როგორც სპორტული, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარება.

ინფორმაციას სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading