სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უშუს საქართველოს თასის მეცხრე გათამაშება მიმდინარეობს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უშუს საქართველოს თასის მეცხრე გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი დუ ციაო ესწრებოდნენ.
თასის გათამაშებასთან ერთად სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს სემინარები უშუში, რომელსაც ჩინეთის უშუს ასოციაციის ინსტრუქტორები ატარებენ.
სემინარი მოიცავს როგორც უშუ-ტაოლუს, ასევე უშუ-სანდას მიმართულებებს და მისი მიზანია საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრთა მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს თანადგომით უშუს ეროვნული ფედერაცია არაერთ ტურნირს მართავს, ქართველი სპორტსმენები კი საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ.




