სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტულ აერობიკასა და ჩერლიდინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოლიმპიურ სპორტის სასახლეში სპორტულ აერობიკასა და ჩერლიდინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კერესელიძე.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. გამოვლინდნენ საუკეთესო სპორტსმენები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება, საუკეთესო სპორტსმენები კი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ.


