სპორტის მინისტრი UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში აწონვის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკში, Prudential Center—ში, UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში აწონვის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და ამერიკელ შონ ო’მალის შორის შედგება. ქართველი მებრძოლი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრი გასულ წელს ოქტაგონზე სწორედ შონ ო ’მალის დამარცხებით

მოიპოვა.

წელს UFC 311-ის ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მან ოქტაგონზე რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading