სპორტის მინისტრი სტამბოლში ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ეთნოსპორტის მეშვიდე ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნეჩმედინ ბილალ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ოსმან აშქინ ბაკი, ქალაქ სტამბოლის გუბერნატორი დავუთ გული და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში შალვა გოგოლაძე ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, ნეჩმედინ ბილალ ერდოღანს, შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნოსპორტის განვითარების მიმართულებით შესაძლო საერთო პროექტებს, რაზეც ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა.

სტამბოლში მიმდინარე ეთნოსპორტის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალს 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. ფესტივალში მონაწილეობა ქართველმა ცხენოსნებმაც მიიღეს.

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტის, ნეჩმედინ ბილალ ერდოღანის, ინიციატივით ფესტივალში ქართველმა ცხენოსნებმა საკუთარი ცხენებით მიიღეს მონაწილეობა. საქართველო ცხრა ცხენოსნით იყო წარმოდგენილი და მათ შემოგვთავაზეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორიცაა ცხენბურთი და ისინდი.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading