სპორტის მინისტრი მონტენეგროში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება

მონტენეგროში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე იმყოფებიან საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია – ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონი კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი(-81 კგ) გახდნენ.

შალვა გოგოლაძემ კონტინენტის პირველობის მესამე საშეჯიბრო დღეს -70 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ქალი ძიუდოისტები დააჯილდოვა.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading