სპორტის მინისტრი მონტენეგროში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა. მინისტრმა მათ ტურნირის ორ საშეჯიბრო დღეს მოპოვებული მედლები მიულოცა და კონტინენტის პირველობის დარჩენილ დღეებშიც წარმატებები უსურვა.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) გახდა.
სპორტსმენებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კონტინენტის პირველობას მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს. ტურნირი თბილისში 23-26 აპრილს გაიმართება. საქართველოს ევროპის არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი ეწვევა.




77