სპორტის მინისტრი ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტ ადამ როზეცკისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო მომავალში საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტის მასშტაბური ტურნირების ჩატარებასა და სპორტის სამინისტროსა და ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძე, ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის გენერალური მდივანი მატიაშ პიცოვნიკი და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო გიგინეიშვილი.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading