,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025″ გარდაბნის მუნიციპალიტეტში

გარდაბანში,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა და საკრებულოს დეპუტატებმა დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით- მარტყოფის,სართიჭალის,ახალი სამგორის,გამარჯვებისა და აღთაკლიის მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.

აღსანიშნავია,რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახელების საერთო კრებები 5 თებერვალს დაიწყო და მუნიციპალიტეტის 38 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall  ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading