სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

დასახლების კრებები 57 სოფელში გაიმართა.

თითოეულ სოფელში მოსახლეობას თავად შეეძლო მათთვის მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება. ძირითად პრიორიტეტებად გარე განათების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სკვერის და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა გამოიკვეთა.

შეხვედრებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს წევრები და მერის წარმომადგნლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading