,,სიცოცხლის უფლების ნაწილი და წამება იყო გამოკვეთილი ამ პერიოდში. საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი საქმეები, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, კორტების ოპერაციის საქმე, ნავთლუღის ოპერაციის საქმე, ციხის ბუნტის საქმე, ეს არის ის საქმეები, სადაც პირდაპირ სიცოცხლის უფლების დარღვევა აქვს ევროპულ სასამართლოს დადგენილი”-ბექა ძამაშვილი

„მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი და ისეთი, რომელიც ხდებოდა არა ერთჯერადად, არამედ სისტემურად გრძელდებოდა. ოჩიგავას საქმეში არის აღწერილი არა მხოლოდ მომჩივნის მიმართ წამების რა მეთოდები გამოიყენებოდა, არამედ უფრო ფართოდ, პენიტენციურ სისტემაში რა სისტემური მიდგომა იყო დადგენილი. დაწყებული იქიდან, რომ როდესაც პატიმარი პირველად შედიოდა პენიტენციურ სისტემაში როგორი მეთოდებით ხდებოდა: ეს იყო ე.წ. საკარანტინო მიღება, ხელ-ჯოხებით ცემა, შემდეგ თვითონ საკნებში ფეხზე დასადგომი ადგილი რომ არ ჰქონდათ პატიმრებს, მათ არ ჰქონდათ ძილის შესაძლებლობა, მათ ეკრძალებოდათ საუბარი და ა.შ.

და თვითონ ეს ოჩიგავას შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯანმრთელი და ამ სისტემური წამების შედეგად ის ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გამოვიდა. მას აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისეთი შემთხვევა, როდესაც მომჩივანი გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს, მან ცემისგან გონება დაკარგა და როცა გონს მოვიდა იყო მორგში მიცვალებულებზე მიბმული. ეს არის რაც შეიძლება მაგალითის სახით რამდენიმე საქმე გავიხსენოთ იმ გადაწყვეტილებიდან, რომელზეც დარღვევა არის დადგენილი“, –  განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading