სთრონგმენების ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა

გერმანიაში სთრონგმენების ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ასპარეზობაში კი მესამე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონობა ნიკოლოზ სამხარაძემ (80 კგ) და ჭაბუკა ჭიღლაძემ (+120 კგ) იზეიმეს და მსოფლიოს რეკორდიც დაამყარეს. ნიკოლოზ სამხარაძე რეკორდსმენი მოძრაობა „ზერხერში” გახდა, ჭაბუკა ჭიღლაძე კი მოძრაობა „ლოგ-ლიფტში“.

ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ხუციშვილი (90 კგ), ვალიკო ფიფია (105 კგ) და ნიკა ლეკაიძე (+120 კგ) გახდნენ. ნიკა ლეკაიძემ მოძრაობა „ზერხერში” ასევე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა!

ბრინჯაოს მედალი კი Შოთა გოგობერიᲨვილმა (120 კგ) მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

შეიძლება იყოს 9 ადამიანი, სასწრაფო დახმარება and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading