სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

21 მარტს თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ ძიუდოში საერთაშორისო ტურნირის – თბილისის გრანდ-სლემის პირველ დღეს სპორტული ჟურნალისტის, მამუკა კვარაცხელიას, წიგნის – ,,სამასმეერთე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შესახებ მოგვითხრობს.

მამუკა კვარაცხელიამ წიგნს სიმბოლური სათაური – “სამასმეერთე” დაარქვა, რადგან ლაშა ბექაური ხშირად იმეორებს, რომ ის 300 არაგველების შთამომავალია და მათ გზას აგრძელებს. ავტორის თქმით, წიგნი ავტობიოგრაფიულია და 6 თვეში მომზადდა.

წიგნის პრეზენტაციას დაესწრო, შეკრებილ საზოგადოებას მისალმებელი სიტყვით მიმართა და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს ახალი წარმატებები უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე, ლაშა ბექაურის ოჯახის წევრები, ახლობლები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading