საჯარო სხდომაზე სემეკის საქმიანობის სტრატეგია დამტკიცდა

დოკუმენტის მიხედვით, 2025-2027 წლებისთვის განისაზღვრა სემეკის საქმიანობის სტრატეგიული მიზნები:

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის შემდგომი განვითარება – საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ცნობიერების ამაღლება და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების განვითარება;

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;

დანახარჯების ამსახველი, გამჭვირვალე და სტაბილური სატარიფო განაკვეთების ფორმირების შემდგომი განვითარება;

კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

სტრატეგიული მიზნები ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომისიის ვალდებულებებს და განპირობებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციებით.

სტრატეგიის შესრულების მონიტორინგის მიზნით მომზადდა სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს სემეკის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებულ მოქმედებას საერთო მიზნების მისაღწევად და სრულ თანხვედრაშია კომისიაში დანერგილ ხარისხის მართვის სისტემასთან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading