საჯარო სკოლებში კამპანია „პროფესია პოლიციელი“ იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ახალ პროექტს „პროფესია პოლიციელი“ იწყებს, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და პოლიციელის პროფესიაში ინტერესი გაამძაფროს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, კამპანიის პროექტი შსს აკადემიაში სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სტენდები, გაეცნენ პოლიციელების ყოველდღიურ საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში.


კამპანია 21 ნოემბერს იწყება და წლის ბოლომდე დაახლოებით 4 000 მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და სპეციფიკას, პროფესიის ღირსებასა და მნიშვნელობას.
