სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ დაათვალიერეს

აღსანიშნავია, რომ ლაღიძის ქუჩაზე, მდინარე ალგეთზე ხიდთან მისასვლელი გზის და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 619 997 ლარს შეადგენს.

აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ბორჩალოელის ქუჩაზეც, სადაც მდინარე ალგეთზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 391 994 ლარია.

მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: გიგა ნამიჭეიშვილი და ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading