,,სახელმწიფოს სჭირდება ჰქონდეს მართვის უფრო სერიოზული ბერკეტები ინსტრუმენტები. მათ შორის, ის ცვლილებები, რომელიც დაანონსდა და რომელსაც პარლამენტი აუცილებლად დროულად მიიღებს”-ნინო წილოსანი
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა მათ შორის არეულობის მცდელობებმა, სამართალდამცავებზე თავდასხმებმა, პოლიტიკოსებზე საქმიანობაში ხელშეშლამ, ეკონომიკის დაზიანების და ჩამოშლის არაერთმა მცდელობამ არაერთხელ დაგვანახა, რომ სახელმწიფოს სჭირდება ჰქონდეს მართვის უფრო სერიოზული ბერკეტები ინსტრუმენტები. მათ შორის, ის ცვლილებები, რომელიც დაანონსდა და რომელსაც პარლამენტი აუცილებლად დროულად მიიღებს, ემსახურება იმას, რომ თითოეული პრინციპი, რომელიც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს შემთხვევაში მოქმედებს, იყოს სათანადოდ რეაგირებული და სახელმწიფოს, კანონს, სამართალდამცავებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.