საქსტატის მონაცემების თანახმად რეგიონების მიხედვით თვიური ნომინალური ხელფასი ასე გამოიყურება

საქსტატის მონაცემების თანახმად, რეგიონების მიხედვით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ასე გამოიყურება:თბილისი – 2 380, 4 ლარი

მცხეთა-მთიანეთი – 1 931,0 ლარი

აჭარა – 1 748,8 ლარი

ქვემო ქართლი – 1 704,8 ლარი

იმერეთი – 1 372,9 ლარი

სამცხე-ჯავახეთი – 1 359,6 ლარი

კახეთი – 1 358,3 ლარი

შიდა ქართლი – 1 351,7 ლარი

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 308,9 ლარი

გურია – 1 250,7 ლარი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 069,6 ლარი

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 10.9%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით), მშენებლობის – 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით), ასევე პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით)

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading