საქართველო-ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 31-ე წლისთავზე, საქართველოს ელჩი ურუგვაიში, გვარამ ხანდამიშვილი მონტევიდეოს ეწვია და შეხვედრა გამართა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ვალერია კსუკასისთან

მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, ურუგვაულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა პროექტ Ceibal-ის წარმომადგენლებთან, განხილულ იქნა ურუგვაული მხარის გამოცდილება დაწყებით და საშუალო საფეხურზე სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვისა და რიგი სამეცნიერო და აკადემიური პლატფორმების შემუშავება- დანერგვის კუთხით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading