საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება
საქართველო მეორედ მასპინძელობს საბავშვო ევროვიზიას. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მასში 18 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი, მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მასშტაბური მზადება, მისი თქმით, ეს იქნება ფესტივალი, რომელიც ქართველ ბავშვებს მსოფლიოს ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე აღნიშნავს, რომ საბავშვო ევროვიზია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების გაძლიერებას და ევროპულ ინტეგრაციაში საქართველოს პოზიციის გამყარებას.