საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს – „როიტერსის“ ობიექტივშია

სააგენტო საქართველოს შესახებ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს, სადაც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენიებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს ესაუბრა, სადაც მან აქცენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკურ პროგნოზებზე გააკეთა.

„საქართველოს სტაბილური გეოპოლიტიკური გარემო ფუნდამენტური ფაქტორია ინვესტორებისთვის, რაც ასევე დაგვეხმარა ბოლო სამ წელიწადში 5 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვაში. ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში, 2028 წელს, 9 მილიარდ ევროს მიაღწიოს ინვესტიციამ ქვეყნის ეკონომიკაში. როგორ შევძლებთ ამას? – ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სანდო პარტნიორი ვართ საერთაშორისო კომპანიებისთვის, გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტაბილურობაა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან ძლიერი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის“ – აღნიშნა, ლევან დავითაშვილმა „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მინისტრმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება გლობალურად კონკურენტუნარიანი, შესაბამისად, იქმნება დიდი ტექნოლოგიური და ინოვაციური ცენტრები თითქმის ყველა რეგიონში. პირველი ვიცე პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინვესტიციებისა და ნოუ-ჰაუს მოზიდვა, რაც გაზრდის კონკურენტუნარიანობას, პროდუქტიულობას, შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სუბიექტური შეფასება, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზრდება – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მომდევნო ხუთ წელიწადში 5%-ზე მეტით გაიზრდება და ეს გარღვევაა არსებული სტრუქტურიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა „როიტერსთან“ საუბრისას.

იხილეთ „როიტერსის“ მიერ მომზადებული სტატიასაქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს – „როიტერსის“ ობიექტივშია.

იხილეთ „როიტერსის“ მიერ მომზადებული სტატია: https://plus.reuters.com/enterprise-georgia-bridging…/p/1)

Enterprise Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading