საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა და რეგლამენტის შესაბამისად, 2025 წელს პირველად არის ორგანიზაციის თავმჯდომარე

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენერგეტიკული გაერთიანება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად

ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰყავს ცხრა ხელშემკვრელი მხარე – საქართველო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ასევე არის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მხარე და ორგანიზაციის მუდმივი ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა და თავმჯდომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების, მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading