,,საქართველოში მოქმედი აგენტოკრატია, მათი ენჯეოსექტორი და მედიის წარმომადგენლები ტერმინ „სამშობლოს“ ებრძოდნენ და ცდილობდნენ მის ამოღებას როგორც საკანონმდებლო ტერმინოლოგიის, ისე ლიტერატურული თუ ყოფითი ენიდან”-სოზარ სუბარი
„პირველ რიგში, მივესალმები ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანას. უმრავლესობის წევრებთან ერთად, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები – ვიქტორ ჯაფარიძე, გურამ მაჭარაშვილი და მეც ვართ ამ ცვლილების ინიციატორები, თუმცა, ჩვენთან ერთად, მთელი გუნდი მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას და არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ, არამედ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს სს კოდექსში. მომხსენებელმა, ბატონმა რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ ეს მუხლი რაიმე კონკრეტულ სანქციას არ ითვალისწინებს. ეს არის კრებსითი სახელი მთელი რიგი დანაშაულებისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კრებსითობა და სახელდება დაბრუნდეს კოდექსში. ბატონმა რატი იონათამიშვილმა ბრძანა, „ნაციონალური მოძრაობა“ კანონმდებლობაში „სამშობლოს“ ებრძოდაო და ეს მართალია, მაგრამ ეს არ ხდებოდა მხოლოდ საკანონდმებლო დონეზე. ბევრი სატელევიზიო ეთერი გვახსოვს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი „ენეჯეოები“ და მათივე მეხოტბე ჟურნალისტები დებატებს მართავდნენ, თუ რამდენად არასწორია ტერმინ „სამშობლოს ხსენება“, ეს ტერმინი როგორ უნდა გავაქროთ სალაპარაკო და ლიტერატურული ენიდან და არამხოლოდ საკანონმდებლოდან. ეს მათი პოლიტიკის და სამყაროსადმი დამოკიდებულებების ერთგვარი გამომხატველი იყო, რადგან ისინი არ მიიჩნევდნენ საქართველოს თავიანთ სამშობლოდ. მათთვის ეს იყო ადგილი, სადაც ისინი კარიერას იკეთებდნენ და სადაც მათი დამკვეთებისა და პატრონების დავალებები უნდა განეხორციელებინათ და სწორედ ამიტომ დაერქვათ მათ უსამშობლოები, რაც ზუსტად მიესადაგება მათ არსს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხლი ბრუნდება, რადგან, როცა ადამიანი გარკვეული ტიპის დანაშაულს ჩადის, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის ამ დანაშაულის არსი და ვის წინააღმდეგ არის მიმართული – ეს არის დანაშაულები, რომლებიც მიმართულია სამშობლოს, მისი მომავლის, ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთგვარი იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული ტერმინ „სამშობლოსთან“, სამშობლოს, როგორც ცნების წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას – არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტობაა, მხოლოდ შემდეგ შეგიძლია იყო რაიმე სხვა გაერთიანების პატრიოტი. ამ კუთხით, ამ ტერმინისა და მუხლის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.