საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია ანგარიშით 29:5 დაამარცხა

თბილისში, „ოლიმპიკის” აუზზე, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის წყალბურთის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შვეიცარიას დაუპირისპირდა. მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა შვეიცარიელები ანგარიშით 29:5 დაამარცხეს.

შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ქართველმა წყალბურთელებმა პირველი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართეს და სტუმრები 41:10 დაამარცხეს.

საქართველო C ჯგუფში ასპარეზობს და მესამე მატჩს 11 ივნისს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.

კონტინენტის პირველობა 2026 წელს ბელგრადში გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading