საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრებმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს ნაკრებმა მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით 1711 ქულა დააგროვა, რაც ევროპის რეკორდია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ფინალში 212,1 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
საქართველოს სპორტის სამინისტრო


