საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის – ალექსანდრე ჩივაძის, 70 წლის საიუბილეო საღამო მოეწყო.
საღამოზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცეს. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის, წარმატებული საფეხბურთო კარიერიდან აღსანიშნავია 1981 წელს თბილისის „დინამოსთან” ერთად ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ასევე იგი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა. ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო.




